ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. რუსთაველის თეატრში ქართული თეატრისა და კინოს მუსიკის ახლებური ვერსიები მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად წარადგინა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნამუშევრების ახლებური ვერსიები, როგორებიც არიან: ბიძინა კვერნაძე, რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი და ალექსანდრე ბასილაია.