საქართველოს სამ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს.
საუბარია 2024 წლის ბოლო ორი კვარტლის მონაცემზე. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით. ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები დაფიქსირდა ავიარეისებისა და მგზავრთა ნაკადის მიმართულებით. მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს აეროპორტები 3 205 000 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 %-ით მეტია წინა წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.