ოდესაში საერთაშორისო მედია პრიზის ადამის ჟიურის სესია გაიხსნა. ჟურნალისტები, მედია-ექსპერტები, დიპლომატები და მედია მენეჯერები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, 200-ზე მეტ სატელევიზიო და ონლაინ ვიდეო მასალას განიხილავენ.
„ადამი“ უკვე მესამედ მართავს კონკურსს და საქართველოდან მასში წელს 61 ავტორი მონაწილეობს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ჟიურის სხდომა ადამის კონკურსის 20 ნომინანტს გამოავლენს. გამარჯვებულების დაჯილდოების გალა ცერემონიალი კიშინიოვში, 29 ნოემბერს გაიმართება.