ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ. დელეგაცია საქართველოს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!” ფარგლებში ეწვია. კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობასა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ნინო ფისაძე იმყოფება ადგილზე და ახლა მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.