თბილისი გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
ამ ღონისძიებაზე, დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება, იმსჯელონ იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე.
კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტია.