საჯარო სკოლის დირექტორებისთვის მეორე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თბილისი. შეხვედრის მიზანი სკოლის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე ქართული და ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. ღონისძიებას სახელწოდებით, “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი, ასევე განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო დონის ექსპერტები ესწრებიან.
შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.