„ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. კონფერენციის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს პლატფორმას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს, ასევე ბიძგს მისცემს დიალოგის გააქტიურებას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას. პაელ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.