ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. კონფერენცია ორდღიანია და 200-ზე მეტი ენდოკრინოლოგი და დაინტერესებული პირი ესწრება. ქართველ ექიმებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ამერიკელი, ესპანელი, ჰოლანდიელი, თურქი და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. განიხილება კლინიკური შემთხვევების, პაციენტების გამოკვლევებისა და მკურნალობის სქემის ალგორითმები.