საერთაშორისო კონფერენცია

12:25, 05.02.2023

ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. კონფერენცია ორდღიანია და 200-ზე მეტი ენდოკრინოლოგი და დაინტერესებული პირი ესწრება. ქართველ ექიმებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ამერიკელი, ესპანელი, ჰოლანდიელი, თურქი და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. განიხილება კლინიკური შემთხვევების, პაციენტების გამოკვლევებისა და მკურნალობის სქემის ალგორითმები.

მსგავსი