საერთაშორისო კონფერენცია

რა გაკეთდა ბოლო 19 თვის განმავლობაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის. ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს გამართულ კონფერენციაზე. მხარეებმა დაძმობილების პროექტი შეაჯამეს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, 2017 წლის 12 დეკემბრიდან ხორციელდებოდა.

პროექტის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან და რეგულაციებთან დაახლოებას ითვალისწინებს. შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები, ასევე, მომზადდა საერთაშორისო როუმინგის თაობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი. შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლები, ლიეტუვისა და პოლონეთის ელჩები დაესწრნენ.