კინოთეატრ „ამირანში“ ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებით ავტორებმა საკუთარი ქვეყნების ავთენტური კულტურა, ისტორია, კულინარია თუ ყოფითი ცხოვრების საინტერესო ფრაგმენტები გადმოსცეს. ჟიურის საერთაშორისო წევრებმა შესარჩევ ეტაპზე 100 ფილმიდან გამარჯვებულად 33 დაასახელეს, მათ შორის მოხვდა ოთხი ქართული ნამუშევარიც.
გამარჯვებულებს ხვალ დააჯილდოებენ, მანამდე კი ანა ნოდიას რეპორტაჟში ვნახოთ, როგორი იყო ფესტივალის პირველი დღე.