საერთაშორისო გამოხმაურებები - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

საერთაშორისო გამოხმაურებები თბილისში უკვე შეაფასეს. ოპოზიციის ნაწილი უცხოელი პარტნიორების განცხადებების შინაარსს მხარდაჭერად აღიქვამს. ნაწილი კი უფრო მკვეთრი შეფასებების მოლოდინშია.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მმართველ პარტიას არ დაუტოვებია მოლაპარაკებების მაგიდა, რასაც ოპოზიცია, მათი შეფასებით, მხოლოდ დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს. რაც შეეხება საქმეებს სასამართლოში, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ ერთხელ კანონის აღსრულების აუცილებლობაზე მიუთითებენ.