გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ალექსეი ნავალნის ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლას, მკვლელობის მცდელობად აფასებს და რუსეთისგან განმარტებებს მოითხოვს. მისი თქმით, ტოქსიკოლოგიური ანალიზის შოკისმომგვრელი ინფორმაცია, ეჭვგარეშე აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა იყო ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობა.
კანცლერის თქმით, ნავალნი არის დანაშაულის მსხვერპლი, რომლის მიზანიც მისი გაჩუმება იყო. როგორც ანგელა მერკელი აღნიშნავს, ფაქტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს, რომელზე პასუხიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას აქვს და მსოფლიო ამ პასუხს ელის.
ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს მსოფლიო გამოხმაურება მოჰყვა. მომხდარს გმობენ ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები. დასავლეთი რუსეთისგან სასწრაფო პასუხს მოითხოვს.