RIGA FOOD 2023 საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული თხილი, ღვინო, ნატურალური წვენი, ლიმონათი, ტყემალი, სუნელები და თაფლი. ქართულ სტენდზე ლატვიის პრეზიდენტსაც უმასპინძლეს. მიმდინარე წელს, გამოფენაში 25 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.