„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. ინიციატივა მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერებას. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ. ორგანიზაციის განცხადებით საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.