„საერთაშორისო გამჭირვალობის“ კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ კვლევა წარმოადგინა.
არასამთავრებო ორგანიზაცია შეფასებას აკეთებს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასთან, საკადრო გადაწყვეტილებებთან და კონკურსებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგება, კორუფციის რისკებს ხედავს და პარლამენტს რეკომენდაციას აძლევს აღნიშნული კანონი მე-3 მოსმენით არ დაამტკიცოს.
არასამთავრობო ორგანიზაციას პარლამენტში უპასუხეს.