„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხი შეისწავლა. ორგანიზაციამ შეისწავლა რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.
მათი თქმით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ეს განპირობებულია რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთიდან საქონლის იმპორტიც და გაზრდილია რუსეთიდან ტურისტების შემოსვლაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირონ.