თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის, m&i Tbilisi 2024 მონაწილეებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფო ტური გამართა.
ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიის და ბიზნეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს გაეცნენ. m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილეები თბილისის კულტურას, არქიტექტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ. საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.