მესტიაში საერთაშორისო ფილმების მეორე ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 80-მდე კინოხელოვანმა მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 22 ფილმი წარმოადგინეს. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟურიმ შეარჩია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი კინოფესტივალის ფიჩინგ ფორუმის საუკეთესო ქალი რეჟისორისთვის სპეციალური პრიზი, 5 000 ლარი დააწესა და ის ახალგაზრდა რეჟისორს, ანა კვიჭიძეს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ჟიურის რჩეული ფილმი „გუშაგები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამონაწილეობით შეიქმნა და პრემიერა ერთი თვის წინ საქართველოს პირველ არხზე შედგა.