საერთაშორისო ფილმების ფესტივალი მესტიაში

12:46, 16.07.2022

მესტიაში საერთაშორისო ფილმების მეორე ფესტივალი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 80-მდე კინოხელოვანმა მიიღო, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 22 ფილმი წარმოადგინეს. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟურიმ შეარჩია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი კინოფესტივალის ფიჩინგ ფორუმის საუკეთესო ქალი რეჟისორისთვის სპეციალური პრიზი, 5 000 ლარი დააწესა და ის ახალგაზრდა რეჟისორს, ანა კვიჭიძეს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ჟიურის რჩეული ფილმი „გუშაგები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამონაწილეობით შეიქმნა და პრემიერა ერთი თვის წინ საქართველოს პირველ არხზე შედგა.

მსგავსი