პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინში.
გახდება თუ არა დიპლომატიური კორპუსის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მიმართულება უმრავლესობისა და ოპოზიციის შეთანხმების საგანი. ელჩები მხარეებს სთავაზობოენ, იმსჯელონ მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე და ის ერთმანდატიანის ნაცვლად, მრავალმანდატიანი 2020 წლის არჩევნებისთვის გახადონ. საკითხზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს მმართველ გუნდში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მათ მიერ შეთავაზებული გეგმის ერთი ნაწილია.