სახალხო დამცველი მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებს. თუ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის შინაარსი არ შეიცვლება, ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
დავის საგანია ორ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ნამუშევრებს ეხება.
პროექტს მიღმა სამოქალაქო საზოგადოება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ხედავს.
ანალოგიურ საფრთხეებზე მიუთითებს საპარლამენტო უმცირესობაც.