საცხოვრებელი სახლების გადაცემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ათ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები დემონტაჟს ექვემდებარება, მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობა-შეძენას ითვალისწინებს. „სახლდაზიანების პროგრამა“ მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და ჯამში საცხოვრებელი ფართით 29 ოჯახი დააკმაყოფილა.