გიორგი ანწუხელიძის ფონდის წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები, ხანდაზმულებს კი პროდუქტები გადასცეს. ქველმოქმედი ადამიანების და ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფონდმა სურვილები 100-მდე ბავშვს აუსრულა. ფონდის მიზანი ოკუპირებულ სოფელში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომაა.