საჩუქარი შშმ ბავშვებს

გაზის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა წინასააღდგომოდ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს საჩუქრები გადასცეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირადი ნივთები, ასევე მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მიუტანეს.

გაზის სატრანსპორტო კომპანიას მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს.