ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, აბრეშუმის ქარხნის დიდ სტუდიაში, შვეიცარიელი რეჟისორის, ტომ ლუცის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ფესტივალს წელს საგანგებო სტუმრის სტატუსით, ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯანი ფორტე ეწვევა. 4 ნოემბერს კი თუმანიშვილის თეატრში ლეონარდო მანძანის „დიდების კედელი“იქნება ნაჩვენები. რიგით 26-ე ფესტივალი 6 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში, საპატრიარქოს გუნდის კონცერტით დაიხურება.