საჩხერეში ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა

საჩხერეში საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიური ჩემპიონების, ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის სახელობის სკვერი. წარმატებული ქართველი ძალოსნების სახელობის სკვერში უახლოეს მომავალში ხეივანიც გაშენდება.

საჩხერეში იგეგემება კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზის აშენებაც. ძალოსნობის სასახლე, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის სახელობის გახლავთ.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.