მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდების საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესი. სხდომას ყოფილი პრეზიდენტი ისევ ვერ დაესწრო და გადაიდო. დღეს უნდა ემსჯელათ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდზე. მოსამართლის განცხადებით, სხდომები ჭიანურდება და უნდა დადგინდეს რამდენად აქვს სურვილი სააკაშვილს მონაწილეობა მიიღოს პროცესებში. ყოფილ პრეზიდენტს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.