საბჭოთა ოკუპაციის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს: „ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია. ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია. განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“- წერს პაპუაშვილი ფეისბუქ პოსტში.“
საბჭოთა ოკუპაცის დღე – იუნკერთა მემორიალს დღეს ყვავილებით ამკობენ