პარლამენტი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეთავაზებულ ცვლილებებს განიხილავს.
ინიციატივის მიხედვით, ავტომობილით საქართველოში 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვების გადაყვანისას სავალდებულო გახდება სპეციალური საბაშვო სავარძლის გამოყენება. პროექტი დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მას მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ. დეპუტატებს ქონდათ შენიშვნებიც, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი რეგულაციის ამოქმედების ვადებს ეხება. შეთავაზების მიხედვით, ავტომობილით ბავშვების გადაყვანა შესაბამისი სავარძლით სავალდებულო შეიძლება 2021 წლიდან გახდეს. ცვლილებების ინიციატივა არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის. ახალი რეგულაციის აუცილებლობის დასამთკიცებლად დღეს სპეციალური აქცია პარლამენტის შენობასთან გაიმართა.