საქართველოს პირველი არხის საბავშვო მუსიკალური შოუ „რანინას“ გამარჯვებული საბავშვო ევროვიზიისთვის ბოლო სამზადისს გადის.
გიორგი როსტიაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქალაქი ლივიცა საბავშვო ევროვიზიის ფინალს 24 ნოემბერს უმასპინძლებს. ქართველი კონკურსანტი მაყურებლისა და ჟიურის წინაშე წარსდგება კომპოზიტორ დავით ევგენიძის სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“.