„გვინდა, გვიყვარდეს“, – ამ სიმღერით წარდგება ქართველი კონკურსანტი წლევანდელ საბავშვო „ევროვიზიაზე“.
ვიდეო-რგოლს პირველი არხის სტუდიაში იღებენ. გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება.