საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, საბავშვო ევროვიზია 2023-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
წითელ ხალიჩაზე მონაწილე 16 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიარეს. ქართველი კონკურსანტები – ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი – ფანების წინაშეც წარდგნენ. დღეს ასევე გაიმართება კენჭისყრა, სადაც გაირკვევა თუ რომელ ნომრად გამოვლენ სცენაზე 26 ნოემბერს კონკურსანტები.
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალი 26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. კონკურსს პირველი არხი ტრადიციულად, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.