საბავშვო ევროვიზია 2023-სთვის მზადება გრძელდება – საკონკურსო სიმღერა, რომელსაც ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. სიმღერა უკვე მზად არის და ახლა კლიპის გადაღებები სამ სხვდასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ვიდეო რგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილი იქნება, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, ხოლო კოსტიუმების დიზაინზე იზა ნადარეიშვილი ზრუნავს.
პრემიერა პირველი არხის ეთერში უახლოეს მომავალში შედგება.
2023 წლის საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. კონკურსს ტრადიციულად პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.