ერევანში დღეს საბავშვო ევროვიზია 2022-ის ფინალი გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა სცენაზე მერვე ნომრად გამოვა და გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს. მანამდე, ქართველმა მონაწილემ გენერალური რეპეტიცია გაიარა, რომელიც საერთაშორისო ჟიურიმ უკვე შეაფასა. ჟიურის ქულები ანონიმურია და ცნობილი დღეს, კონცერტის დასრულების შემდეგ გახდება. წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში ევროპის 16 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს ტრანსლაციას პირველი არხი 19 საათზე შემოგთავაზებთ.