11 დეკემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს.
ქართული დელეგაცია უკვე ერევანშია. „რანინას“ გამარჯვებულს 15 კონკურენტი ეყოლება. პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური კონკურსი სომხეთის დედაქალაქის იმ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, სადაც 11 წლის წინ გამარჯვება ქართულმა ჯგუფმა „ქენდიმ“ მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესი დღეს, 23 საათიდან დაიწყება.
„მოამბე” ერევნიდან, – მარიკა შალიკაშვილი აშუქებს წლევანდელ საბავშვო ევროვიზიას.