საბავშვო ევროვიზია 2018-ის სამზადისი გადამწყვეტ ეტაპზეა - ჩართვა მინსკიდან
საბავშვო ევროვიზია 2018-ის სამზადისი გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. დღეს გენერალურ რეპეტიციაზე კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. თუმცა, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ონლაინ, ევროვიზიის ოფიციალური ვებ გვერდის vote.junioreurovision.tv– მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია, ხმის მიცემის პროცედურა შოუს დაწყებამდე 15 წუთით ადრე შეწყდება.
საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.
მასშტაბური შოუ, ხვალ 25 ნოემბერს, მინსკში გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
მარიკა შალიკაშვილი აშუქებს საბავშვო ევროვიზიას მინსკიდან.