მიიღე მონაწილეობა 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში, ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით.
ონლაინ ხმის მიცემა დაიწყება 23 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათიდან.
ხმის მიცემა შესაძლებელია junioreurovision.tv-ის მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას – თქვენივე ქვეყნიდან.
ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.
გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიუირის შეფასება განსაზღვრავს.
დაუჭირე მხარი შენს ფავორიტს. მიიღე მონაწილეობა ონლაინ ხმის მიცემაში.