საბავშვო ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ ფინალურ კონცერტზე გაირკვევა
ზუსტად ერთი დღე რჩება საბავშვო ევროვიზია 2017-ის ფინალამდე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ოლიმპიური სასახლის სცენას მსოფლიოს 16 ქვეყნის კონკურსანტი დაიკავებს, რომელთა შორის საუკეთესოს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენს.
დღეს კი სასახლეში გენერალური რეპეტიცია გაიმართება, სწორედ დღევანდელი შოუს მიხედვით დაწერს ჟიური ქულებს. თუმცა, საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა ხვალ, ფინალურ კონცერტზე გაირკვევა, როდესაც მაყურებლისა და ჟიურის ქულები შეჯამდება.
უკვე სამი დღეა, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, პრესკონფერენციები იმართება როგორც მონაწილეებთან, ასევე შოუს წამყვანებთან.
დღესაც და ხვალაც მუსიკალური საღამოები 19:00 საათზეა ჩანიშნული.