გრიგოლ ყიფშიძე და მისი მუსიკალური ოჯახი - "მამაჩემი ჩემი გმირია"
გრიგოლ ყიფშიძე და მისი მუსიკალური ოჯახი - "მამაჩემი ჩემი გმირია"

​გრიგოლ ყიფშიძე საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს. სიმღერით “გულის ხმა” ქართველი კონკურსანტი ევროპელი მაყურებლის მოხიბვლას ეცდება. ფინალურ შოუმდე ორი დღე დარჩა და შესაბამისად მღელვარებაც მატულობს, თუმცა მთავარი დღის დადგომას ყველაზე მეტად გრიგოლი და მისი ოჯახი ელოდება.

​სანამ ევროპული სიმღერის კონკურსზე გრიგოლის “გულის ხმას” მოვისმენთ, მანამდე ჩვენ მას ოჯახში ვესტუმრეთ. ყიფშიძეების ოჯახში შესვლისას ხვდები, რომ წინ მუსიკალური თავგადასავალი გელოდება. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ოჯახური ტრიო – ყიფშიძეები.