„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით პარლამენტში დღეს განიხილავენ. დოკუმენტს დეპუტატებს ბაია კვიციანი წარუდგენს. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ინიციატივა უზრუნველყოფს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სისტემურად გამართულ დაცვას ქვეყანაში.
ბაია კვიციანის თქმით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან. პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები არაერთგვაროვანია.