საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე ორგანიზაციისა და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. მისი თქმით, აუდიტს ორგანიზაციაში დარღვევები არ უპოვია და ციფრების მოხსენიება ამ ნაწილში მხოლოდ მანიპულაციაა. კობალაძის განცხადებით, პირადად მისი დისკრედიტაცია სხვადასხვა გზებით უკვე ოთხი წელია გრძელდება. კობალაძე მიმდინარე პროცესებს რუსულ გეგმად აფასებს, რომელიც სფეროში არეულობის შეტანას ისახავს მიზნად. რაც შეეხება გერას, მისი თქმით ორგანიზაცია რუსული „რაოს“ შვილობილი კომპანიაა და შესაბამისად იქიდანვე იმართება.
კობალაძე ასევე ითხოვს კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ იყოს შესაბამისობაში ევროპულ სამართალთან. რასთან დაკავშირებითაც, დღეს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტსაც მიაწოდა.