ხმაურით მიმდინარეობს ამ წუთებში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა კულტურის კომიტეტის სხდომაზე. მმართველი გუნდის განცხადებით, შემუშავდა ევროპული პრაქტიკა, რომელიც ავტორ-შემსრულებელთა უფლებებსა და მათ ქონებრივ ინტერესებს დაიცავს.
კანონპროექტის მიზანი საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან მისი დაახლოებაა. დოკუმენტის მიღების შედეგად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები.