თავდაცვის კოდექსის განხილვა

პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ განხილვას უბრუნდება. სადავო ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ოპოზიცია აღნიშნულს აკრიტიკებს და ინტერესდება, კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფორმატში რატომ არ მოხდა და მასზე რიგგარეშე სხდომაზე რატომ არ იმსჯელეს. უმრავლესობა კი ოპონენტებს პროცესის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.