დედაქალაქში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით ორ საათში აღდგება. ადგილზე უხვი ნალექის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა. ქვათაცვენა ფერდობზე არსებულმა დამცავმა კონსტრუქციამ შეაჩერა. ადგილზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.