საავტომობილო გზების ნაწილზე, უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები, მოხსნილია. თუმცა, რჩება რთული მონაკვეთები, ნაქერალას უღელტეხილზე და კობი-გუდაურის გზაზე გადაადგილება ისევ სრულად, ყველა სახის ტრანსპორტისათვის აიკრძალა.
გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოძრაობის აღდგენა მოხერხდა, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, სადაც გუშინ მეწყერული პროცესის გააქტიურების გამო, გადაადგილება აიკრძალა. ამ დროისთვის უკვე დაშვებულია მოძრაობა კალა- უშგულის მონაკვეთზეც.
სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი, დასავლეთ რაიონებში კი წვიმაა ნავარაუდევი. 15 გრადუს ყინვას პროგნოზირებენ მაღალ მთაში.