17-დან 20 იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
17-დან 20 იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17-დან 20 იანვრის ჩათვლით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-დან სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9 კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დატოვე კომენტარი