გრძელდება საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მისთვის სასურველი ლოკაცია, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე ხორციელდება. ამ დროისთვის იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გავლილი აქვს 58 000-მდე ადამიანს. ამომრჩეველთა თითქმის 90% 26 ოქტომბერს სწორედ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს ხმას.