პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეიდან, პლენარულ სესიაზე იწყებს. პროცესი ოპოზიციის კანონპროექტით დაიწყება, რაც არჩევნების ჩატარებას სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში გულისხმობს, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.
უმრავლესობის წინადადების მიხედვით კი, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.