წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ივერთუბნის დასახლებაში გამართა. შეხვედრები გაიმართა როგორც ზემო, ისე ქვემო ჩუღურეთში. ისაუბრეს არსებული წყალარინების ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე და მის მოგვარებაზე. აქცენტი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა.